ევროკომისიის სპიკერი: ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში პუტინმა მხოლოდ ძველი პროპაგანდისტული ტყუილები გაიმეორა

ყოფილ ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ახალი არაფერი უთქვამს, მაგრამ მხოლოდ ძველი ტყუილები გაიმეორა უკრაინის, დასავლეთის და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის შესახებ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ნაბილა მასრალიმ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვერაფერი მოვისმინეთ ახალი. მან [პუტინმა] გაიმეორა ძველი ტყუილი, დამახინჯება და მანიპულაციები, გამოხატა დიდი მტრობა დასავლეთის მიმართ და ეს ახალი არ არის. ვწუხვართ, რომ პუტინს, დე ფაქტო, მსგავსი პლატფორმა მიეცა მანიპულირებისთვის და ავრცელებს მის პროპაგანდას“, – აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, პუტინმა კიდევ ერთხელ გაავრცელა თავისი ცნობილი ტყუილი უკრაინის შესახებ, რომლითაც ცდილობს გაამართლოს თავისი კრიმინალური და არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ, მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ.

მანვე დასძინა, რომ ეს ტყუილი სახიფათო რჩება, რადგან მან უკვე უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა, რუსეთის მიერ უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულები და სისასტიკე გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები