კახალ კალაძე: ირაკლი კობახიძე არის ძალიან კომპეტენტური ადამიანი, ძლიერი პოლიტიკოსი – დარწმუნებული ვარ, იქნება წარმატებული პრემიერი
ირაკლი არის ძალიან კომპეტენტური ადამიანი, ძლიერი პოლიტიკოსი. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას პრემიერმინისტრის თანამდებობაზე. დარწმუნებული ვარ, იქნება წარმატებული პრემიერი,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იმ კომპეტენციით და შემართებით, რომელიც ირაკლი კობახიძეს გააჩნია, მმართველი გუნდი, ერთიანი ძალისხმევით, ყველა გამოწვევას დაძლევს.
“გუშინ მან პარლამენტში ისაუბრა იმ გამოწვევებზე, სირთულეებზე, რომლებიც დასაძლევი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ცხადია ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომლებსაც მოგვარება სჭირდება. იმ კომპეტენციით და შემართებით, რომელიც ირაკლი კობახიძეს გააჩნია, ერთიანი ძალისხმევით, ყველა ერთად შევძლებთ ამ პრობლემების გადალახვას“, – განაცხადა კახა კალაძემ.