ბექა ოდიშარია: სალომე ზურაბიშვილმა კარგად იცის, რომ მისი დაანონსებული პლატფორმა მარცხისთვისაა განწირული

,,დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილს ასო-ასო აქვს წაკითხული საქართველოს კონსტიტუცია და კარგად იცის, ვინ განსაზღვრავს პოლიტიკას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ “პირველ არხს” განუცხადა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილმა კარგად იცის, რომ მისი დაანონსებული პლატფორმა მარცხისთვის არის განწირული

„მას ოპოზიციისთვის უნდა მოეწოდებინა, რომ ღია კარებში პირდაღებული ნუ დარჩებოდნენ. ახლა ალტერნატიული პლატფორმის დაფუძნება, ისევე – როგორც მისი უკანონო ვიზიტები, დაუშვებელია. მან კარგად იცის, რომ მისი დაანონსებული პლატფორმა მარცხისთვის არის განწირული. ეს პლატფორმა ცხრა დათქმაზე იმუშავებს თუ სალომე ზურაბიშვილი იქნება ფანჩატურის შტაბის ხელმძღვანელი, ვერცერთ შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევს“, – განაცხადა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები