იაგო ხვიჩია: “ნაცებმა” მითხრეს, რომ ახალი პიარკონსულტანტი ჰყავთ, რომელმაც ურჩია, აგრესია არ ვარგა და კეთილშობილები უნდა იყვნენ

„ნაცებმა“ მითხრეს, რომ ახალი პიარკონსულტანტი ჰყავთ, რომელმაც ურჩია, რომ აგრესია არ ვარგა და კეთილშობილები უნდა იყვნენ, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ სადამდე გაგრძელდება “ნაციონალური მოძრაობის” წევრების “სათნოება”, მისთვის უცნობია, თუმცა, ეს მდგომარეობა უცნაურია.

„კონსტრუქციული განწყობა მხოლოდ პრემიერობის კანდიდატთან შეხვედრაზე არ იყო, ბოლო პერიოდი „ნაცები“ უჩვეულოდ ფაფუკები გახდნენ. ვერ გეტყვით, რის გამო. მითხრეს, რომ ახალი პიარკონსულტანტი ჰყავთ, რომელმაც ურჩია, აგრესია არ ვარგა და კეთილშობილები უნდა იყვნენ. არ ვიცი, მათი სათნოება და კეთილშობილება სადამდე გაგრძელდება, მაგრამ სანახავად უცნაურია და ამ პროცესში თავი „ქოცებმა“ კი არა, „ნაცებმა“ დაგვამახსოვრეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები