ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა

ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 131-მდე გაიზარდა, ხოლო 300-ზე მეტი ადამიანი ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება.

ქვეყნის პრეზიდენტმა გაბრიელ ბორიჩმა დაზარალებულ ვალპარაისოს რეგიონში ჩასვლის დროს თქვა, რომ 2023 წლის პანამერიკულ თამაშებზე გამოყენებული ავეჯი დაზარალებულებს გადაეცემათ.

მისივე თქმით, მთავრობა, ასევე, 9200 დაზარალებულ ოჯახს წყლის გადასახადს ჩამოუწერს.

ჩილეში ხანძრები 2 თებერვალს კურორტებით ცნობილ ვინია-დელ-მარის მხარეში დაიწყო.

დაზარალებულია, ასევე, კიდევ ორი ქალაქი – კილპე და ვილა ალემანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები