„სინამდვილეში“: ანი ჩხიკვაძის განცხადება ქართული სახელმწიფოსა და სპეცსამსახურების და აშშ-ის განსაკუთრებული თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობაა

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის კორესპონდენტი, ანი ჩხიკვაძე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკრაინიდან საქართველოში ფარულად შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღებას ქართული სპეცსამსახურების რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებად წარმოაჩენს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის Facebook-გვერდი „სინამდვილეში“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სინამდვილეში, ანი ჩხიკვაძის განცხადება როგორც ქართული სახელმწიფოს და სპეცსამსახურების, ისე საზღვრის დაცვის სფეროში საქართველოს და აშშ-ის განსაკუთრებული თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობაა.

„ანი ჩხიკვაძე „ევროპული საქართველოს“ ლიდერებთან დაკავშირებული პირია და გამოირჩევა საქართველოს წინააღმდეგ ყალბი ნარატივების გავრცელებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები