მამუკა მდინარაძე: საქართველოს ჰყავს ძლიერი სპეცსამსახურები

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო და ძლიერი სპეცსამსახურები ჰყავს.

„როდესაც იხსნება ტრანსნაციონალური დანაშაული და იკვეთება რომელიმე ქვეყნის მმართველი პარტიის წარმომადგენლის როლი ამაში, რომელი ქვეყნისაც უნდა იყოს, ჩვენი მეგობარი თუ არამეგობარი, უდავოა, რომ ამაზე განმარტებები უნდა გაკეთდეს. წარმოუდგენელ ამბავთან გვაქვს საქმე, როდესაც ხდება იმის მცდელობა, რომ საქართველოს დაჰბრალდეს რუსეთში ტერაქტების მოწყობა. ეს მიდის ერთადერთი მიზნისკენ, რომ საქართველო ჩაბმული იყოს ომში და გამოცხადდეს მხარედ. ამისთვის იყო არა მხოლოდ მოწოდებები, დაძალებებიც კი. ხან გვთხოვდნენ მოხალისეების გაშვებას და თვითმფრინავების მთავრობის ნებართვით გაშვებას. პირდაპირი მოწოდებებიც გვახსოვს ჩვენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უკრაინის კონკრეტული მაღალჩინოსნების მხრიდანაც. ახლა ამ გზით, ანუ, ტერაქტების მოწყობის გზით ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ჩაითრიონ ამ ამბავში საქართველო.

საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო და საქართველოს ჰყავს ძლიერი სპეცსამსახურები. უდიდესი მადლობა მათ, სპეცსამსახურებმა შექმნეს იმის პრეცედენტი, რომ ასეთი ვითომ კარგად ორგანიზებული დანაშაულებიც კი იხსნება ამ სპეცსამსახურების მიერ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები