მამუკა მდინარაძე – პრეზიდენტის მოხსენებაზე: რიგითი რადიკალი ოპოზიციონერის გამოსვლა იყო

ეს იყო რიგითი ოპოზიციონერის გამოსვლა, რომელსაც სურვილი აქვს, სათავეში ჩაუდგეს რაღაც ოპოზიციურ მოძრაობას, – ასე აფასებს საქართველოს
პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე.

მისივე თქმით, პრეზიდენტს თავის გამოსვლაში არ უხსენებია ქვეყნის პოზიტიური შედეგები და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული წარმატებები სხვადასხვა მიმართულებით.

“ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს იყო რიგითი რადიკალი ოპოზიციონერის გამოსვლა. მის ვრცელ სიტყვაში არცერთი სიტყვა არ თქმულა ქვეყნის რაიმე წარმატებაზე. როდესაც მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, საერთაშორისო ორგანიზაციები აქვეყნებენ სხვადასხვა კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, არ არსებობს სფერო, სადაც პროგრესი არ გვაქვს, ეკონომიკის, კორუფციასთან ბრძოლის და სხვადასხვა მიმართულებით. არცერთი სიტყვა პოზიტივთან დაკავშირებით საქართველოს ფორმალურ პრეზიდენტს არ უთქვამს.
ეს იყო რიგითი ოპოზიციონერის გამოსვლა, რომელსაც სურვილი აქვს სათავეში ჩაუდგეს რაღაც ოპოზიციურ მოძრაობას”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები