ირაკლი კობახიძე მწუხარებას გამოთქვამს აჭარაში სტიქიის შედეგად ორი ადამიანის დაღუპვის გამო
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე მწუხარებას გამოთქვამს აჭარაში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო და უსამძიმრებს ოჯახებს.
„სამწუხაროდ, სტიქიაა დასავლეთ საქართველოში, როგორც მითხრეს, აჭარაში ორი ადამიანია დაღუპული, ვუსამძიმრებ ოჯახებს. გრძელდება შესაბამისი სამუშაოები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.