ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, ერთადერთი „ნაცმოძრაობაა“, რომელიც მარტივად ლახავს 5%-იან საარჩევნო ბარიერს
“სამწუხაროდ, ერთადერთი „ნაცმოძრაობაა“, რომელიც მარტივად ლახავს 5%-იან საარჩევნო ბარიერს. ვერცერთი სხვა ოპოზიციური პარტია ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რაც ცუდია.
„დღევანდელი რეიტინგები ყველამ იცის. სამწუხაროდ, ერთადერთი „ნაცმოძრაობაა“, რომელიც მარტივად ლახავს 5%-იან საარჩევნო ბარიერს. ვერცერთი სხვა ოპოზიციური პარტია ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს, ვერც რადიკალურები და ვერც არარადიკალურები. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რაც ცუდია. ამ ვითარებაში პარლამენტში ისევ ორ პარტიას მივიღებთ, ეს იქნება „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“. თუმცა, იმ პირობებში, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მივიღებთ და ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს, მომდევნო წლებში შეიძლება რადიკალურად შევცვალოთ პოლიტიკურ სპექტრში ვითარება რა თქმა უნდა სასიკეთო მიმართულებით“, – აღნიშნა კობახიძემ.