“ხვალ დაგეგმილია შეხვედრა, სადაც ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი იქნება წარმოდგენილი” – ირაკლი კობახიძე
“ხვალ, სამ საათზე დაგეგმილია შეხვედრა, სადაც ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი იქნება წარმოდგენილი. მათ ექნებათ შესაძლებლობა, დასვან კითხვები და მიიღებენ კითხვებზე პასუხს”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრა ცალკე შედგება უმრავლესობასა და ცალკე ოპოზიციურ ფრაქციებთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან.
„გადაწყვეტილება იყო მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ ცალკე შედგება შეხვედრა უმრავლესობასთან და ცალკე ოპოზიციურ ფრაქციებთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან. ოპოზიციაში ჯამში ფრაქცია, პოლიტიკური ჯგუფი დაახლოებით ათია და რა თქმა უნდა, ათივეს ცალ-ცალკე ვერ შევხვდებოდი. მითუმეტეს, დღეში მხოლოდ 2 ასეთი შეხვედრის გამართვაა შესაძლებელი.
ჩემი აზით, აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო ბიურომ იმის შესახებ, რომ ცალკე გაიმართება შეხვედრა უმრავლესობაში შემავალ ფრაქციასთან, პოლიტიკურ ჯგუფთან და ცალკე ოპოზიციაში შემავალ ფრაქციასთან და ოპოზიციურ ჯგუფებთან.
შესაბამისად, ხვალ, სამ საათზე დაგეგმილია შეხვედრა, სადაც ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი იქნება წარმოდგენილი. მათ ექნებათ შესაძლებლობა დასვან კითხვები და მიიღებენ კითხვებზე პასუხს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.