ირაკლი კობახიძე: ვფიქრობ, საჭიროა კანონმდებლობის უფრო მკაცრად მოწესრიგება, რათა არავის რელიგიური გრძნობები არ იყოს მომავალში შეურაცხყოფილი

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში საჭიროა კანონმდებლობის უფრო მკაცრად მოწესრიგება, რათა არავის რელიგიური გრძნობები შეურაცხყოფილი არ იყოს.

„დაწყებულია მუშაობა კანონპროექტზე, რომლის საფუძველზეც უნდა იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი რეაგირება ისეთ შემთხვევებში, როცა საქმე ეხება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, ტაძრების შეურაცხყოფას და ა.შ. ვფიქრობ, საჭიროა კანონმდებლობის უფრო მკაცრად მოწესრიგება, რათა არავის რელიგიური გრძნობები არ იყოს მომავალში შეურაცხყოფილი“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები