ირაკლი კობახიძე: ჩვენი სურვილია, ვიყოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა
,,ჩვენი სურვილია, ვიყოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ბოლო კვლევების მიხედვით, 60%-თან ახლოს არის ჩვენი რეიტინგი, შესაბამისად, ამის კარგი შანსი გვაქვს”,- ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამოცანაა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ რაც შეიძლება ნაკლები მანდატი მიიღოს შემდეგ პარლამენტში.
,,ნაცმოძრაობას“ და გახარიას კოალიციები აქვთ საკრებულოში, აქედან გამომდინარე, ჩანს რამდენად ფიქტიურია ეს გამიჯვნა. საბოლოოდ, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ რაც შეიძლება ნაკლები მანდატი მიიღოს შემდეგ პარლამენტში. ჩვენი სურვილია, ვიყოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ბოლო კვლევების მიხედვით, 60%-თან ახლოს არის ჩვენი რეიტინგი, შესაბამისად, ამის კარგი შანსი გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ნაკლები რადიკალური ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს. გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პოზიციები იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნებში მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. საკონსტიტუციო უმრავლესობაში ვგულისხმობ 113 მანდატს და არა 100 მანდატს“, – აღნიშნა კობახიძემ.