“ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ – პარლამენტმა მთავრობის ნდობის გამოცხადებას და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირეს.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე და სამთავრობო პროგრამაზე „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ იმსჯელეს.

ოთხმა კომიტეტმა კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატს, გიორგი ამილახვარს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს, ზურაბ აზარაშვილს მოუსმინა.

გამოსვლების შემდეგ მინისტრობის კანდიდატებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს. რის შემდეგაც
ოთხივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები