დონალდ ტრამპი: ნუ იქნებით სულელები! ჩვენ ცალკე სასაზღვრო და ცალკე საიმიგრაციო კანონპროექტი გვჭირდება

ნუ იქნებით სულელები! ჩვენ ცალკე სასაზღვრო და ცალკე საიმიგრაციო კანონპროექტი გვჭირდება, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.

ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა სენატორების მიერ წამოყენებული ორპარტიული კანონპროექტი სასაზღვრო უსაფრთხოების შესახებ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინისათვის 60.1 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

„მხოლოდ სულელი ან რადიკალური მემარცხენე დემოკრატი თუ მისცემდა ხმას საზღვრის შესახებ ამ საშინელ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი დემოკრატებისთვის მშვენიერი საჩუქარია და რესპუბლიკური პარტიისთვის სიკვდილის სურვილია… ნუ იქნებით სულელები!!! ჩვენ ცალკე სასაზღვრო და ცალკე საიმიგრაციო კანონპროექტი გვჭირდება“, – აღნიშნა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები