კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, არმაზ ახვლედიანსაც დაატოვებინეს

ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი კომიტეტების გაერთიანებული სხდომიდან, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, თეა წულუკიანთან დაპირისპირების გამო გააძევეს.

ხმაური „ბერლინალეს“ ფესტივალთან დაკავშირებულ კითხვებს მოჰყვა, რა დროსაც წულუკიანმა ახვლედიანს ურჩია, რომ ადამიანებზე, რომლებსაც სახელმწიფო არ აფინანსებს, ნუ ინერვიულებს.

ამასთან, მინისტრობის კანდიდატმა ახვლედიანს მიმართა, რომ განერვიულებულია, რადგან არჩევნებში ვერასდროს გაიმარჯვა, რაზეც ახვლედიანმა მიუგო, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამართლიანი არჩევნები ჩატარდება „ვინ ვის აჯობებს ნახავენ“.

წულუკიანმა ახვლედიანს დარბაზის დატოვებისას მიმართა და უთხრა, „მოსახვევში ბანანს ფეხი არ დადგა და არ მოცურდე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები