ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი უკრაინას ეწვევა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ბორელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის „კიევისკენ მიემართებოდა“, თუმცა დეტალები არ უთქვამს.
მედიის ცნობით, სავარაუდოდ, ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი უკრაინაში ხვალ, 6 თებერვალს ჩავა.
ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა ყველა შესაძლო საშუალებით, კერძოდ, საბრძოლო მასალის მიწოდების შემდგომი გაზრდით.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კიევში ვიზიტი მიმდინარე წლის იანვარში დააანონსა.