მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას, სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ლელოს” დეპუტატს, სალომე სამადაშვილს დარბაზი, სადაც 4 კომიტეტის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, დაატოვებინა.

სალომე სამადაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს კორუფციასთან დაკავშირებით კითხვით მიმართავდა.

კორუფციასთან დაკავშირებულმა ბრალდებამ დარბაზში ხმაური გამოიწვია.

“მოქცევას რომ ისწავლით, მაშინ შემობრძანდებით დარბაზში, დატოვეთ დარბაზი,” – მიმართა მას ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები