ირაკლი ჩიქოვანი: მიუხედავად იმისა, სად ვიქნები, ზუგდიდი და ზუგდიდელების ინტერესი ყოველთვის იქნება უმთავრესი

მიუხედავად იმისა, სად ვიქნები, რა თანამდებობა მეკავება, როგორ ვიშრომებ ჩვენი სახელმწიფოსთვის, ზუგდიდი და ზუგდიდელების ინტერესი ყოველთვის იქნება უმთავრესი,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“რა თქმა უნდა, არჩევის შემდგომ, მე მომიწევს ზუგდიდის მაჟორიტარობის დატოვება. მიუხედავად იმისა, სად ვიქნები, რა თანამდებობა მეკავება, როგორ ვიშრომებ ჩვენი სახელმწიფოსთვის და რომელ საჯარო სექტორში ვიქნები, ჩემთვის ზუგდიდი და ზუგდიდელების ინტერესი ყოველთვის იქნება უმთავრესი და რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიქნები მათ სამსახურში“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები