მაკა ბოჭორიშვილი: დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები უკვე ათწლეულზე მეტია, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში არიან და მათი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა
”ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები უკვე ათწლეულზე მეტია, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში არიან და მათი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ რეფორმების გატარების კუთხით, ასევე, მოლაპარაკებების წარმოების პროცესში და მათთან ინტენსიური აზრთა გაცვლა-გამოცვლა მნიშვნელოვანია.
“დღეს აქ ითქვა, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, არ დავუშვათ ის შეცდომები, რაც მათ დაუშვეს ამ პროცესში და მაქსიმალურად გავიზიაროთ ის გამოცდილება, რაც ამ ქვეყნებს აქვთ, იმისათვის, რომ ჩვენი ევროკავშირში წევრობის მიზნამდე გზა იყოს უფრო მოკლე, ვიდრე ეს არის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის.
მათ აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება რეფორმების გატარების კუთხით, მოლაპარაკებების წარმოების პროცესში და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე დავიწყოთ ეს დიალოგი და მათთან გვქონდეს ეს ინტენსიური აზრთა გაცვლა-გამოცვლა,” – განაცხადა ბოჭორიშვილმა.