კახა კალაძე: სრული მხარდაჭერა აქვს ირაკლი კობახიძეს – დარწმუნებული ვარ, ის იქნება წარმატებული პრემიერმინისტრი

“სრული მხარდაჭერა აქვს ირაკლი კობახიძეს და დარწმუნებული ვარ, ის იქნება წარმატებული პრემიერმინისტრი”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ერთიანია და ემსახურება ქვეყანას.

„ძალიან ხშირად გვესმის განცხადებები „იმის გუნდი, ამის გუნდი“, რეალობაში არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გუნდი, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ჩვენ ყველა ერთად ვემსახურებით ამ ქვეყანას, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ მოსახლეობას და ვატარებთ ამ ქვეყნის ინტერესს“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები