პაველ ჰერჩინსკი: მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, რომ რეფორმებს ძალიან სერიოზულად შეხედონ

“ევროკავშირის რეკომენდაციებზე საჭიროა ერთობლივი მუშაობა პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩი ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში მოუწოდებს, რომ რეფორმებს ძალიან სერიოზულად შეხედონ.

“დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებიდან შეიძლება, ითქვას, რომ ქვეყნები, რომლებიც ამ რეფორმებს ამ გზით უახლოვდებიან, უფრო სწრაფად მიაღწევენ წარმატებას, ვიდრე ისინი, ვინც კოსმეტიკურ ცვლილებებს ახორციელებენ. რაც შეეხება საქართველოს, გასული წლის 12 პრიორიტეტს და ამჟამინდელ 9 ნაბიჯს, პარლამენტის როლი გადამწყვეტია. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, რომ ამ რეფორმებს ძალიან სერიოზულად შეხედონ. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებიდან შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნები, რომლებიც ამ რეფორმებს ამ გზით უახლოვდებიან, უფრო სწრაფად მიაღწევენ წარმატებას, ვიდრე ისინი, ვინც კოსმეტიკურ ცვლილებებს ახორციელებენ. არ დაუშვათ შეცდომები. ეს რეფორმები ტრანსფორმაციული უნდა იყოს. არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ ცხრა საფეხურზე მუშაობაზე მეტია საჭირო.

ევროკავშირის ამ რეკომენდაციებზე საჭიროა ერთობლივი მუშაობა პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. თუ საქართველოს სურს იცოდეს, რა გააკეთოს მომავალ თვეებსა და წლებში, პასუხების უმეტესობა ამ ანგარიშშია.

ბევრი სფერო დროს და ხარჯებს მოითხოვს. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, რაც უფრო მალე დაიწყებთ, უფრო იოლი იქნება და როგორც კი წარმატებას მიაღწევთ და დაიწყებთ ევროკავშირის სტანდარტების გამოყენებას, შეძლებთ ინვესტიციების მოზიდვას, მათ შორის კერძო სექტორიდან. ინვესტორები აფასებენ სტაბილურობას, რომელიც მოაქვს ევროკავშირის წესების გამოყენებას და ერთიან ბაზარზე ინტეგრირებას. თუკი ერთი პოლიტიკური ფაქტორი უნდა დავასახელო, რომელიც აჩქარებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზას და აშკარად ეფუძნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებას, ეს იქნება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ეროვნული კონსენსუსის განვითარება. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გადადოს გვერდზე პოლიტიკური უთანხმოებები იმისთვის, რომ იმუშაონ ერთად და განახორციელონ ეს რეფორმები. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პოლიტიკური კონსენსუსის ნაკლებობა აფერხებს გაწევრიანების პროცესს“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები