აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკვე არსებობს დე ფაქტო მშვიდობა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, ალიევის თქმით, უკვე რამდენიმე თვეა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მშვიდობიანი ვითარებაა, თუმცა იმისთვის, რომ ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდეს, აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია შეიცავს პირდაპირ მოწოდებებს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის სომხეთთან ანექსიის და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შესახებ და ამ დოკუმენტზე მითითებები ასახულია კონსტიტუციაშიც.
მანვე დასძინა, რომ სომხეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში შეტანილი საჩივრების საფუძველია ისეთი საკითხები, როგორიცაა სომხეთის მიერ აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის არაღიარება, ყარაბაღის აზერბაიჯანისგან გამოყოფა.
მისივე თქმით, მშვიდობა შესაძლებელია, თუ სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისადმი პრეტენზიები დასრულდება და სომხეთის კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები შევა.