რუსებმა ხერსონი დაბომბეს
რუსებმა უკრაინის ქალაქი ხერსონი დაბომბეს.
მედიის ცნობით, ოკუპანტების საჰაერო იერიშის შედეგად 62 წლის ქალი დაშავდა.
როგორც ხერსონის პოლიციის სამმართველოში აცხადებენ, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაზარალებულს დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.
აღსანიშნავია, რომ რუსებმა ხერსონის ცენტრალური ნაწილზე იერიში დღეს, შუადღითაც მიიტანეს, რა დროსაც 73 წლის ქალი და 17 წლის ბიჭი დაშავდნენ.