“ჩვენი ბირთვული სტრატეგიული ძალები 95%-ით არის განახლებული” – პუტინი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ქვეყნის ბირთვული სტრატეგიული ძალები 95%-ით არის განახლებული.
ამის შესახებ მან ტულაში სამუშაო ვიზიტის დროს თქვა.
“დღეს, თითქმის 95%-ით არის განვაახლეთ ჩვენი სტრატეგიული ბირთვული ძალები და მათი საზღვაო კომპონენტი, თითქმის 100%-ით. ეს არის კარგი, საიმედო ფარი ჩვენი სტრატეგიული უსაფრთხოებისთვის. ფარი როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით”,- თქვა მან.