აშშ-ში 200-მდე პატიმარი ბადრაგს თავს დაესხა

სამხრეთ კაროლინის ერთ-ერთ ციხეში 200 პატიმარი ბადრაგს დაესხა თავს. ჯამში 9 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, მათ შორის ერთი პატიმარია.

თავდასხმა ციხის დასასვენებელ ეზოში მოხდა.

კალიფორნიის სასჯელაღსრულებისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტის ცნობით, თავდასხმა, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე იმ დროს მოხდა, როდესაც ბადრაგი პატიმარს ეზოს გავლით მიაცილებდა.

პატიმარი ერთ-ერთ ოფიცერს დაესხა თავს და ვიდრე დანარჩენი ბადრაგი მათ გაშველებას ცდილობდა, “ეზოში მყოფი 200-მდე პატიმარი ოფიცრებისკენ გაიქცა და თავს დაესხა”.

ჰაერში გამარფთხილებელი გასროლის შემდეგ, ოფიცრებმა „ქიმიური ნივთიერებები და არალეტალური საბრძოლო მასალა“ გამოიყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები