ბექა დავითულიანი: ყველა კვლევა აჩვენებს, რომ დღეს, ოპოზიცია ერთ-ერთ ყველაზე სავალალო მდგომარეობაშია

არჩევნები ჩატარდება სამართლიანად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ დღეს, ოპოზიცია ერთ-ერთ ყველაზე სავალალო მდგომარეობაშია ბოლო 10 წლის განმავლობაში.

„ჩვენ მივეჩვიეთ, 2014-2015 წლიდან მოყოლებული, რადიკალური ოპოზიცია პრაქტიკულად არასდროს არჩევნებში მონაწილეობას აღარ თვლის პერსპექტიულად. მათ არ აქვთ შეგრძნება, რომ აქვთ შანსი გამარჯვების. მუდმივად უმტკიცებენ თავის ამომრჩევლებს, რომ ეს არის ბოლო არჩევნები და ამის მერე მოდიან ხელისუფლებაში და მუდმივად ტოვებენ ამ თავის ამომრჩევლებს ლუსტრირებულებს, რაც ამცირებს მათი მხარდაჭერის მასშტაბს მოსახლეობაში. ეს ფაქტია უკვე და ყველა კვლევა აჩვენებს, რომ დღეს, ერთ-ერთ ყველაზე სავალალო მდგომარეობაში არიან ბოლო 10 წლის განმავლობაში, რაც კი კვლევა მინახავს. ამას ხედავენ თვითონაც და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ახლავე იწყებენ არჩევნების დისკრედიტაციას. ამას ადრეც აკეთებდნენ, თუმცა, ახლა გარანტირებულად იციან, რომ არავითარი წარმატების შესაძლებლობა არ აქვთ. აქედან გამომდინარე, ისინი ყველა პროცესში ცდილობენ არჩევნების დისკრედიტაცია მოახდინონ ნებისმიერი ფორმით, რა თემასაც არ უნდა შეეხონ, შემოუვლიან და ბოლოს მიიყვანენ იქამდე, თითქოს არჩევნებზე რამე ისე არ იქნება, როგორც უნდა იყოს დემოკრატიულ სახელმწიფოში. ეს ნამდვილად ასე არ არის. ჩვენ შევძელით საარჩევნო რეფორმირება, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების, ევროპელების რეკომენდაციების თანახმად. ჩვენ შევძელით ელექტრონული ხმის მიცემის დანერგვა. 90% პროცენტში ხმის მიცემა მოხდება ელექტრონულად, რაც დააზღვევს საარჩევნო პროცესს იმ სპეკულაციებისგან, რაც ხდება ხოლმე საარჩევნო უბნების დათვლამდე იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად მოხდება ეს. შესაბამისად, მათ ამ მხრივ სპეკულაციების შესაძლებლობები ექნებათ დახურული. ენა თავისია და რასაც უნდათ იმას იტყვიან. ფაქტი ერთია, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამ არჩევნებზე იქნებიან დამკვირვებლები და ისინიც ნახავენ, რომ არჩევნები ტარდება ძალიან მაღალ დონეზე. დანარჩენი წაგებული ადამიანი რომ იტყვის, ვიგებდი, მაგრამ რაღაცის გამო ვერ მოვიგეო და ამას ჩვენ დაგვაბრალებს, ამას ოპოზიციის მხრიდან მიჩვეულები ვართ უკვე დიდი ხანია“, – განაცხადა დავითულიანმა “ქრონიკის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები