“ჩვენი უახლესი იარაღი ნატოს იარაღზე უკეთესია და ეს აშკარა ფაქტია” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბრძოლის ველზე წარმატებისთვის აუცილებელია მტრის მიერ გამოყენებულ იარაღსა და სადაზვერვო საშუალებებზე რეაგირება და მათი ჩახშობა.

ამის შესახებ მან ტულაში სამუშაო ვიზიტის დროს თქვა.

“იმისთვის, რომ დღეს ბრძოლის ველზე იყოთ წარმატებული, საჭიროა სწრაფი და ადეკვატური რეაგირება იმაზე, რაც ბრძოლის ველზე ხდება. წარმატებას აღწევს ის, ვინც სწრაფად რეაგირებს მტრის მიერ გამოყენებულ განადგურების, დაზვერვისა და ჩახშობის საშუალებებზე”, – თქვა მან.

მისივე თქმით, ვინც ამას სწრაფად აკეთებს, ის იმარჯვებს, “ეს არის დღევანდელი ომის წარმოების მახასიათებელი”.

ამასთან, მისივე მტკიცებით, რუსული იარაღი ხარისხობრივად ბევრად ჯობია ნატოს საშუალებებს.

„რა თქმა უნდა, თუ შევადარებთ ნატოს თანამედროვე იარაღს და საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდის იარაღს, ისინი გარკვეულწილად ჩამორჩებიან, თუმცა ყველაფერში არა. მაგრამ, თუ ავიღებთ ჩვენს უახლეს იარაღს, ის აშკარად სჯობს ყველას. ეს აშკარა ფაქტია“, – განაცხადა პუტინმა „ყველაფერი გამარჯვებისთვის“ ფორუმის მონაწილეებთან შეხვედრაზე და დასძინა, რომ საუბარია, როგორც სარაკეტო ტექნოლოგიაზე, ჯავშანტექნიკაზე და ყველა სახის იარაღზე, რომელიც ბრძოლის ველზე გამოიყენება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები