ფლორიდაში მოძრავი სახლების სკვერში თვითმფრინავის ჩამოვარდას 3 ადამიანი ემსხვერპლა
ფლორიდის შტატში, კლიარვოტერში განლაგებული მოძრავი სახლების პარკში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ერთი პილოტია, ორი კი სახლში მყოფი მოქალაქე.
ამის შესახებ ABC News წერს.
ავიაკატასტროფა გვიან ღამით მოხდა, თუმცა მსხვერპლის რაოდენობა დაზუსტებული არ იყო.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, სამი სახლი დაზიანდა, თუმცა მათში მყოფმა ადამიანებმა გამოსვლა შეძლეს.
ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის განცხადებით, Beechcraft Bonanza V35-ის პილოტმა ავარიამდე ცოტა ხნით ადრე, შეატყობინა ძრავის მწყობრიდან გამოსვლის შესახებ.