“რუსეთი მარაგების შესავსებად იარაღის შეკვეთებს გაზრდის” – პუტინი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი იარაღის შეკვეთებს გაზრდის, რათა მოხდეს მარაგების შევსება.
ამის შესახებ მან ტულაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თქვა.
”უახლოეს მომავალში სამხედრო დანიშნულების პროდუქციის შევსებას გავაგრძელებთ, რადგან გვჭირდება მარაგების შევსება, უფრო სწორად, შევქმნათ მარაგები და შევავსოთ ის, რაც საბრძოლო მოქმედებების დროს გაიხარჯა”,- თქვა პუტინმა.
ასევე, კრემლის ლიდერმა თქვა, რომ 2023 წელს რუსეთმა მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გაყიდა.
„გასულ წელს მსოფლიო ბაზრებს ჩვენი სამხედრო ტექნიკის სოლიდური რაოდენობა მივაწოდეთ – მილიარდობით დოლარის ღირებულების“, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა.