ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება, ციხის უკანონობას შიგნიდან გამოვამჟღავნებ – ნატა ფერაძე

აქტივისტი ნატა ფერაძე საქალაქო სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ფაქტით ვერ შეაშინებენ.

„ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება. ციხის უკანონობას შიგნიდან გამოვამჟღავნებ, ეხლა ნახავთ იქ რეებს მიქარავენ. აქ, სახლში როგორ იქცევიან უკვე ვხედავთ, ეს არის რადიკალების დასტვენილზე ცეკვა“,- განაცხადა ფერაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება მატრონა მოსკოველის ხატისთვის, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტს.
ნატა ფერაძეს პატიმრობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები