არავითარი მიზეზი არ ექნება არავის, რომ რამენაირად ხელი შეუშალოს მთავრობის დამტკიცებას, ვგულისხმობ პრეზიდენტის ინსტიტუტს – მიხეილ სარჯველაძე

“ობიექტურად, არავითარი მიზეზი არ ექნება არავის, რომ რამენაირად ხელი შეუშალოს მთავრობის დამტკიცებას, ვგულისხმობ პრეზიდენტის ინსტიტუტს”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ზურაბიშვილი არაერთხელ შეეცადა, საკუთარი ხელმოწერისთვის რაღაცა შინაარსობრივი დატვირთვა მიენიჭებინა და ეს ხელოვნურად შეექმნა, სხვათა შორის, კონსტიტუციური წესრიგისა და კონსტიტუციის ნორმების საწინააღმდეგოდ. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, როგორც წესი, უწოდებენ ხან ცერემონიულს, ხან წარმომადგენლობითს და ა.შ. უფრო მეტად სიმბოლური დატვირთვისაა. ამიტომ, ნამდვილად პროგნოზზე ვერ ვისაუბრებ, როგორი იქნება მისი გადაწყვეტილება, მაგრამ ობიექტურად არავითარი მიზეზი არ ექნება არავის, ხელი შეუშალოს ამ პროცესს, ვგულისხმობ პრეზიდენტის ინსტიტუტს.

არის განსაზღვრული პროცედურულად, რომ რაღაცას ხელი უნდა მოაწეროს კონკრეტულმა პირმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას შეუძლია, იმსჯელოს, თუ რამდენად კარგი ან ცუდია გადაწყვეტილება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები