საზოგადოება კარგად ხედავს, რომ გვარამია, მელია, ზურა გირჩი ჯაფარიძე თუ ხოშტარია არაფრის გამკეთებლები არ არიან – გურამ მაჭარაშვილი
„ყველა კარგად ხედავს, რომ გვარამია, მელია, ზურა გირჩი ჯაფარიძე თუ ხოშტარია არაფრის გამკეთებლები არ არიან“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ისინი საზოგადოებას სულ რამდენიმე თვის წინ სთავაზობდნენ, რომ მშვიდობა შეგვეცვალა ომით, ეკონომიკური აღმავლობა რუსეთთან სანქციებით, აქ არჩევნების მაგივრად, რევოლუცია უნდა მომხდარიყო და ა.შ.
ახლა ატყუებენ ხალხს, რომ ვითომ მესამე ძალად უნდა ჩამოყალიბდნენ. ქართული საზოგადოება გაზრდილია სახელმწიფოებრივად და ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს ხალხი არაფრის გამკეთებელი არ არის“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.