აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელს 4 თებერვალს ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ისრაელის მედიაში მიმდინარე კვირის დასაწყისში გავრცელდა, თუმცა აშშ-ის მხრიდან მისი დადასტურება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბლინკენის ვიზიტი შეეხება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაფართოებასა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუზე აშშ-ის მხრიდან დამატებით ზეწოლას ომის შემდეგ ღაზას მმართველობის თემასთან დაკავშირებით.