აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ პენტაგონი ვერ ხედავს ყოვლისმომცველ კონფლიქტს ისრაელსა და ლიბანურ „ჰეზბოლას“ შორის.
„ჩვენი მიზანია დავრწმუნდეთ, რომ შევაკავებთ ამ კრიზისს ღაზაში და თავიდან ავიცილებთ მოვლენების უფრო ფართო კონფლიქტში გადაზრდას. რეგიონში დიდი აქტივობაა, მაგრამ რეგიონში ყოველთვის იყო დიდი აქტიურობა“, – აღნიშნა ოსტინმა.
მისი თქმით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაძაბულობის მართვა ოსტატურად მოხდა.
„ჩვენ ვერ ვხედავთ ისრაელს კონფლიქტში რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ჩვენ არ ვართ ომში ირანთან“, – ამბობს პენტაგონის ხელმძღვანელი.
მანვე დასძინა, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა ახლო აღმოსავლეთი სახიფათო მომენტშია.