ვიქტორ ორბანი: მივიღეთ გარანტიები, რომ უნგრელების ფული უკრაინაში არ აღმოჩნდება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთის ფული უკრაინაში არ აღმოჩნდება.
მისი თქმით, მათი ქვეყანა ომში მონაწილეობას არ მიიღებს და კვლავ მშვიდობის მხარეს იდგება.
„ჩვენ გვქონდა კამათი! უნგრელების ფულის უკრაინელებისთვის მიცემა არ შეიძლება! ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ომში, არ გავაგზავნით იარაღს, ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობის მხარეს დგომას.
ჩვენ გვეშინოდა, რომ უნგრელების ფული და ევროკომისიის მიერ ამჟამად გაყინული თანხები, უკრაინაში აღმოჩნდებოდა. ჩვენ მივიღეთ გარანტია, რომ ეს ასე არ იქნება“, – განაცხადა ორბანმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ, მათ შორის უნგრეთმა, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემას მხარი დაუჭირა.