გოგიტა თოდრაძე: 2023 წლის მონაცემებით, ჯამურად, ექსპორტის მოცულობა 9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 14 პროცენტით

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2023 წლის მონაცემებით, ჯამურად, ექსპორტის მოცულობა 9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 14 პროცენტით.

“დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 8.3 პროცენტით და აქედან გამომდინარე 2023 წლის იანვრის ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 7 პროცენტი.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა  – მშენებლობამ, დამამამუშავებელმა მრეწველობამ, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორმა, ინფორმაციამ და კომუნიკაციის დარგმა.

2023 წლის მონაცემებით, ჯამურად, ექსპორტის მოცულობა 9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 14 პროცენტით”,- განაცხადა თოდრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები