აბიეის რეგიონზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 52 ადამიანი დაიღუპა

ნავთობით მდიდარ აბიეის რეგიონის სოფელზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 52 ადამიანი, მათ შორის გაეროს სამშვიდობო დაიღუპა და დაიჭრა 64 ადამიანი.

ამის შესახებ რეგიონულმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, – იტყობინება ABC News-ი.

მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმის მოტივი ბოლომდე ცნობილი არ არის, Associated Press-ს ​აბიეის ინფორმაციის მინისტრმა, ბულის კოჰმა უთხრა, რომ ის, სავარაუდოდ, მიწასთან დაკავშირებულ დავას უკავშირდება.

მსგავსი თავდასხმები რეგიონში ხშირია, სადაც მეზობელი ვარაბის შტატში მცხოვრები ტვიკ-დინკას ტომის წევრები, საზღვარზე მდებარე ანიტის ტერიტორიასთან დაკავშირებით აბიეიში მცხოვრებ ნგოკ-დინკას ტომის წევრებთან დაპირისპირების მდგომარეობაში იმყოფებიან.

აბიეიში გაეროს დროებითმა უსაფრთხოების ძალებმა (UNISFA) დაგმეს ძალადობა, რომლის შედეგად მშვიდობისმყოფელი დაიღუპა.

აბიეი არის სუდანის სამხრეთით განლაგებული სადავო ტერიტორია, რომელსაც გაეროს 2004 წლის აბიეის კონფლიქტის რეზოლუციის პროტოკოლით (აბიეის პროტოკოლი) “სპეციალური ადმინისტრაციული სტატუსი” აქვს მინიჭებული, რომელიც მიღებულია სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში და რომლითაც სუდანის მეორე სამოქალაქო ომი დასრულდა. ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებს სამხრეთ სუდანი, მაგრამ ამჟამად მას ჩრდილოეთ სუდანის მთავრობა აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები