დავით კირკიტაძე: სამუშაო ჯგუფის ფორმატში, 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ჩვენი გეგმის წარდგენას ვაპირებთ
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ევროკომისიის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, მისი პარტია გეგმის წარდგენას აპირებს.
„ახლახან ჩვენ გვქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა. მათ ჩვენი გეგმა წარვუდგინეთ. ასევე, ვაპირებთ ჩვენი გეგმის წარდგენას ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ვნახოთ, დღეს ტარდება პირველი შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ მექნება საშუალება, გავაკეთო კომენტარი, სურს თუ არა ნამდვილად „ქართულ ოცნებასა“ და ხელისუფლებას იმ მიმართულებით იმოძრაოს, რა მიმართულებაც სჭირდება ჩვენს ხალხსა და ევროპელ პარტნიორებს“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.