ფოთს ორი ახალი ავტობუსი ყავს, მძღოლებს კი ხელფასი 30%-ით ეზრდება

ქალაქ ფოთს ორი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამგზავრო ავტობუსი გადაეცა.

ახალი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ფოთთან ერთად პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, ახალი ავტობუსები 38 მუნიციპალიტეტს გადაეცა.

2024 წლიდან, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების შრომითი ანაზღაურება 30%-ით გაიზრდება, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს მოტივაციას, დასაქმდეს ამ სფეროში.

ქალაქის სატრანსპორტო სფეროს განვითარების ფარგლებში, წლის ბოლომდე 4 ახალი ავტობუსის დამატება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები