პეტრე მამრაძე: ოპოზიცია არჩევნებს კატასტროფული სასტარტო პირობებით ხვდება და მე ეს სულ არ მიხარია

ოპოზიცია არჩევნებს კატასტროფული სასტარტო პირობებით ხვდება და მე ეს სულ არ მიხარია. რომ ყოფილიყო ლოიალური, ეროვნული ინტერესების ერთგული და კომპეტენტური ოპოზიცია, მივესალმებოდი კი არა და, თუ დამიძახებდნენ, წავიდოდი მათთან. სჭირდება ქვეყანას ეს ამბავი, – ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ  განაცხადა.

„იქამდე დავიდნენ, რომ ღიად, ყველაზე კომიკურ კონფიგურაციებს ეძებენ, ოღონდ 5%-იანი ბარიერი გადალახონ. მათი გაერთიანება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი პატარა რეიტინგები შეიკრიბება. ვთქვათ, ვიღაცას აქვს 1%, ვიღაცას – 1,5%, სხვას – 2%. ერთად რომ შეიკრიბებიან, შესაძლოა, ის 1% ვერ აიღონ, რადგან მნიშვნელოვანია მხარდამჭერების განწყობა. მაგალითად, ვიღაც პეტრიაშვილს რომ აძლევდა ხმას, სხვას რომ შეეკრა, შესაძლოა, საერთოდ არ მისცეს ხმა, რადგან დანარჩენების მიმართ არავითარი სიმპათია არ აქვს. ჩვენთან ხალხი ჰპატიობს ყველაფერს და ხმას აძლევს, როდესაც ვიღაცის წინააღმდეგ ხდება გაერთიანება და ამავდროულად, ვიღაცის გარშემო“, – განაცხადა მამრაძემ გადაცემაში “იმედი live”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები