ესპანეთში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა „ევროპის არტისტის“ ჯილდო მიიღო

ესპანეთში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა ლიკა შხვაცაბაიამ „ევროპის არტისტის“ ჯილდო – PREMIO DE ARTISTA DE EUROPA  მოიპოვა.  ინფორმაციას ესპანეთში საქართველოს საელჩოს გვერდი Georgia in Spain ავრცელებს.
დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა მილანში, სადაც მონაწილეობდა 400-მდე მხატვარი სხვადასხვა ქვეყნიდან.
18 იანვარს გალერეაში Antonio Battaglia გაიხსნა 15 გამარჯვებული მხატვრის გამოფენა, რომელიც 2 კვირას გაგრძელდება. აპრილის ბოლოს კი პარიზში იგეგმება გამოფენა, სადაც შერჩეულ 5 არტისტს შორის ლიკა შხვაცაბაიას ნამუშევრებიც იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები