თაკო ჩარკვიანი: ხაზარაძე რომ გქვია, შენი მუსტანგებით რომელ იდეალებზე მელაპარაკები, მუსტანგამდე პროცენტები უნდა დაწიო
“თუკი ვამბობთ, რომ რუსეთის ხელისუფლება არის და შენს ქვეყანას საშიშროება აქვს გადაბარების, მაშინ კარვები უნდა გვქონდეს რუსთაველზე. ასეთ საკითხებზე მოღლიცინე ოპოზიცია არის ზარმაცი და კომფორტში მყოფი”, – ამის შესახებ ”კანონი და სამართალის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს.
ჩარკვიანმა “ლელოს” ლიდერები გააკრიტიკა.
“მანამდე სისხლი რომ აქვს შენი პროცენტებით ხალხს და ხაზარაძე რომ გქვია, შენი მუსტანგებით რომელ პოლიტიკოსობასა და იდეალებზე მელაპარაკები. მუსტანგამდე არის ის, რომ პროცენტი დაწიო. ამიტომ არ მჯერა მე ამ ფეიკ ტიპების. საერთოდ არ მივიჩნევ პოლიტიკოსად, მაგალითად, საბა ბუაძეს. ფუნთუშებზე გაზრდილია და ეს ჩანს, ფუნთუშებზე კიდევ ვერ კეთდება პოლიტიკა,”- აცხადებს ჩარკვიანი.