ირაკლი ქადაგიშვილი: ახლა, როდესაც 9 ნაბიჯის შესრულების ძირითადი მამოძრავებელი არის მთავრობა, რადიკალური ოპოზიცია ითხოვს, რომ ეს მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, ახალი ფორმატის გამოგონებით
ახლა, როდესაც ამ 9 ნაბიჯის შესრულების ძირითადი მამოძრავებელი არის მთავრობა, იმიტომ – რომ ეს არის სამთავრობო სამოქმედო გეგმა, შეთანხმებული ევროკომისიაში, რადიკალური ოპოზიცია რატომღაც გაურკვევლად ითხოვს, რომ ეს მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, ახალი ფორმატის გამოგონებით, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„პოლიტიკური ინტრიგისა და კონკრეტიკისათვის ყოველთვის საინტერესოა ხოლმე კონკრეტული სახელები და გვარები. ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, რომ მთლიანობაში, თავისი მოცემულობით, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ, როდის და რა თქვა, იმიტომ რომ თქმის ბევრი ფორმა არსებობს, რითაც შეგიძლია ქვეყნის პოლიტიკური კურსი ეჭვქვეშ დააყენო და ზიანი მიაყენო. მთავარია, რომ რადიკალური ოპოზიცია, სამწუხაროდ, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ეს იცის საზოგადოებამ. ახლა, როდესაც ამ 9 ნაბიჯის შესრულების ძირითადი მამოძრავებელი არის მთავრობა, იმიტომ რომ ეს არის სამთავრობო სამოქმედო გეგმა, შეთანხმებული ევროკომისიაში, რატომღაც გაურკვევლად ითხოვენ, რომ ეს მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, ახალი ფორმატის გამოგონებით“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ოპიზიციონერი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ სახელებს არ ასახელებს, თუმცა, ადასტურებს, რომ კონკრეტული პირები
სტატუსის მინიჭებას ნამდვილად ეწინააღმდეგებოდნენ.