“კიევს რუსეთთან შეთანხმებული ხელშეკრულების ხელმოწერა აუკრძალეს” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ კიევს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების უკვე შეთანხმებული ხელშეკრულების ხელმოწერა აუკრძალეს.

მისი თქმით, ეს მოხდა “ჯონსონის და სხვა ანგლო-საქსების მითითებით“, ხოლო რუსეთი მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს.

ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე თქვა.

“პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს. მან ეს ჯერ კიდევ 2022 წელს თქვა, როდესაც ბორის ჯონსონისა და სხვა ანგლო-საქსების მითითებით, კიევს რუსეთის ფედერაციასთან უკვე შეთანხმებული ხელშეკრულების ხელმოწერა აუკრძალეს”, – თქვა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები