ბექა დავითულიანი: ელიტური კორუფცია არ სცოდნია ოპოზიციას, რა არის და მე ავუხსნი

მმართველი გუნდის წევრი, ბექა დავითულიანი ოპოზიციის მიერ ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

“ოპოზიციას ვურჩევდი, სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის კვლევებს გაეცნონ და მერე გააკეთონ უპასუხისმგებლო განცხადებები. ელიტური კორუფცია არ სცოდნია ოპოზიციას, რა არის და მე ავუხსნი. ელიტური კორუფციაა, როცა სახელმწიფო ფულით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან საიდუმლო მუხლით საკუთარ შვილს სწავლის ფულს გადაუხდი. ელიტური კორუფციაა, დისნეი ლენდში რომ გაუშვებ ოჯახს საიდუმლო მუხლით ბიუჯეტიდან გამოწერილი ფულით და მასაჟისტებს რომ ჩამოიყვან ან შენ ჩაფრინდები მათთან. ესაა ელიტური კორუფცია, რომელზეც იხდის სასჯელს მიხეილ სააკაშვილი და რომელსაც პიჯაკების საქმეს ეძახის ოპოზიციას. ამიტომ, გაეცნონ ამ საქმეს, კარგად ისწავლონ, რა არის ელიტური კორუფცია, კეზერაშვილისგან მიღებული ფული კარგად შეინახონ, რომ გაახსენდეთ ხოლმე, რას ნიშნავს ელიტური კორუფცია,” – განაცხადა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები