„არ ვიტყვი სიტყვას, სადაც იმყოფებით“ – კახა კალაძე ოპოზიციას
თბილისის მერმა, კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე ისაუბრა და წინა ხელისუფლება გააკრიტიკა. მისი თქმით, დღეს ისეთი პროპაგანდა მიდის, რომ სამუშაოები, აღმშენებლობა და განვითარება “ერთგავრ დანაშაულად უნდათ აქციონ”.
“ვინ არიან ესენი, ვინ ხმაურებს ყველაზე მეტს, ეს არის ხელმოცარული ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებსაც არაფერი არ გაუკეთებიათ ცხოვრებაში. გუშინ ვაკვირდებოდი მთელი დღის განმავლობაში და გულწრფელად გეტყვით, მაგრად ვხალისობდი რა, ამათ ისტერიკაზე. ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს მათ რეალურ მდგომარეობას, მიუთითებს იმას სად იმყოფებიან, სადაც იმყოფებით ახლა არ ვიკადრებ, ტელევიზიებია, მთავრობის სხდომაა და არ ვიტყვი ახლა იმ სიტყვას სადაც იმყოფებით, მაგრამ დარჩებით მანდ, ეს არის თქვენი ბუნებრივი ადგილი”, – თქვა კახა კალაძემ.