“ოპტიმიზმის მიზეზი არსებობს” – სტოლტენბერგი ზელენსკისთან შეხვედრაზე
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დავოსში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას სოციალურ ქსელში შეაფასა.
როგორც ალიანსის გენმდივანმა დაწერა, უკრაინაში “სერიოზული საბრძოლო ვითარების მიუხედავად, ოპტიმიზმის მიზეზი არსებობს”.
“დავოსში დღე მშვენივრად დავიწყე – ზელენსკისთან შეხვედრით. სერიოზული სამხედრო ვითარების მიუხედავად, ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს: უკრაინა თავის დამოუკიდებლობას ინარჩუნებს”, – დაწერა მან.