ვორონეჟზე დრონებით თავდასხმა მოხდა

რუსეთის ქალაქ ვორონეჟზე, გვიან ღამით, დრონებით თავდასხმა მოხდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხუთი დრონი ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზეა ჩამოგდებული, ერთი დრონის ფრაგმენტი მაღალსართულიან სახლს მოხვდა.

მომხდარის შედეგად 10 წლის გოგონამ მსუბუქი დაზიანება მიიღო.

კორპუსის მე-8 სართულზე ხანძარი გაჩნდა. 35 ბინა კი დაზიანდა.

ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით 5-ვე დრონი უკრაინის ძალებს ეკუთვნის, თუმცა კიევში მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები