ოპოზიციამ, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებაში იყო, ოცნებადაც ვერ აქცია ჩინეთთან მსგავსი ურთიერთობების დაწყებაც კი – გივი მიქანაძე
„ოპოზიციამ, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებაში იყო, ოცნებადაც ვერ აქცია მსგავსი ურთიერთობების დაწყებაც კი“, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ე.წ. შუა დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის, ჩვენი ქვეყნის პოტენციალს და მნიშვნელობას კიდევ უფრო ხელშესახებს ხდის. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რომ ჩინეთის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოითქვა საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობების მაღალ რანგში აწევის. ოპოზიციამ, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებაში იყო, ოცნებადაც ვერ აქცია მსგავსი ურთიერთობების დაწყებაც კი. ისინი ხვდებიან, რომ ეს [მმართველი გუნდის] ვიზიტი არის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული და მათთვის ეს მიუღებელია“, – აღნიშნა მიქანაძემ.